" მე არ ვესწრაფვი, გავხდე ვარსკვლავი; მე ვესწრაფვი, გავხდე ლეგენდა!
ფრედი მერკური
ჯერ კიდევ მაშინ, როცა ფარუჰ ბულსარას არავინ იცნობდა, იგი ყვიროდა ერთ-ერთ კლუბში,- მე ვარსკვლავი კი არა ლეგენდა გავხდებიო. ამ დროს იგი ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ პოპულარობით რეკორდს მოხსნიდა და შევიდოდა "ოქროს დიდ ოთხეულში" ელვის პრესლის, ჯიმი ჰენდრიქსისა და ჯონ ლენონის სახელებთან ერთად.
ფრედი მერკური აფრიკაში, ტანზანიის ქალაქ ზანზიბარში დაიბადა 1946 წელს, ბრიტანელი დიპლომატის ოჯახში. მისი ოჯახი ირანული წარმოშობისაა. საერთოდ ფრედიმ ბავშვობა მეტად უცნაურ გარემოში გაატარა: სწავლობდა ინდოეთში, ბომბეის დახურულ სასწავლებელში, ხოლო არდადეგებს ტანზანიის ქალაქ დარ-ეს სალამში ატარებდა ბიძის ვილაში.
ფრედიმ სკოლა ხელოვნებაში უმაღლესი შეფასებით დაამთავრა და სწავლა ლონდონის სამხატვრო კოლეჯში, მხატვარ-დიზაინერის სპეციალობით განაგრძო; სწორედ აქ გაიცნო მან თავისი ჯგუფის მომავალი წევრები, ბავშვობა კი სამუდამოდ დაივიწყა.
ფრედი თავიდანვე მეტად მოუსვენარი და ცნობისმოყვარე იყო. ჯერ კიდევ ინდოეთში ფორტეპიანოს 5 კლასი გაიარა, შემდეგ კი მუსიკასთან ერტად დიზაინმაც გაიტაცა...
კოლეჯსი სწავლისას ფრედი მოღვაწეობდა სხვადასხვა ჯგუფებში: "ჰექტიქს" (ციებ-ცხელებანი), "რეჯიქი" (მარცხით მიღებული), სემდეგ იყო "სოურ მილკ სი" (შედედებული რძის ზღვა), სადაც იგი პიანისტისა და მომღერლის ფუნქციებს ითვისებდა.
ფარუჰი თავიდანვე ავლენდა ექსცენტრიულობასა და ლიდერობისაკენ სწრაფვას. თავად "მერკური" ფრედიმ თავისი ასტროლოგიური სიმბოლოს, პლანეტა მერკურის მიხედვით დაირქვა 1970 წელს. ფსევდონიმს აშკარად ამართლებდა მისი ვერცხლისწყალივით მოუსვენარი ბუნება. ამ პერიოდში იგი ხშირად ტრიალებდა ჯგუფ "სმაილში", რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ბრაიან მეი, ტიმ სტაფელი, და როჯერ ტეილორი. მას შემდეგ, რაც თავისი თანაკურსელის, ტიმის ადგილი ფრედიმ დაიკავა "სმაილში", ამ ჯგუფმა საგრძნობლად იცვალა სახე. "სმაილმა", რომელიც ადრე მხოლოდ ჰარდ როკის სტილით იყო გართული, ახლა, ფრედის წყალობით გარეგნობაზეც დაიწყო ზრუნვა.
ჯგუფმა ისევ ფრედის წინადადებით, სახელის შეცვლაც გადაწყვიტა. თავად ფრედი ხშირად ამბობდა ინტერვიუებში: "ნომენ ისტ ომენ", რაც ლათინურიდან ითარგმნება, როგორც "სახელი წინასწარმაუწყებელი ნიშანიცაა", თანაც იმ დროისთვის სახელი მართლაც ბევრს ნიშნავდა. ჯგუფი დიდ ხანს ეძებდა სახელს და ბოლოს გაჩნდა სახელწოდება QUEEN, რაც ქართულად დედოფალს ნიშნავს .
QUEEN-ის კონცერტები ახლებური განათებებით, გაფორმებებით, კოსტუმებით და ეფექტებით მიმდინარეობდა და ეს უფრო აძლიერებდა შთაბეჭდილებას და ეფექტს. თანდათან იკვეთებოდა ანსამბლის სახე. ჯგუფმა ბასგიტარისტის ძებნაც დაიწყო. ათეულობით კანდიდატი იქნა შერჩეული და საბოლოოდ, 1971 წელს, თებერვალში ჯგუფს ახალი წევრი, ჯონ დიკონი დაემატა.
QUEEN-ი ნელ-ნელა იხვეჭდა პოპულარობას. მსმენელს აჯადოებდა ფრედის განუმეორებელი სიმღერის, შესრულების მანერა და სტილი. პიტერ ფრისტოუნი, ფრედის მეგობარი იხსენებს, რომ მისი სიმღერის სტილი იდეალურ ოპერას აგონებდა_ ისეთივე პათეტიური იყო და სულის სიღრმეში სწვდებოდა ადამიანს. ფრედისეული როკი მეტად თეატრალური და ხარისხიანიც იყო. იგი ტოლს არ უდებდა ზოგიერთ ცნობილ ტენორს. ოპერის დიდი მოყვარული ტონი იმდენად იყო მოხიბლული მერკურით, რომ არც კი დაფიქრებულა, როცა გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ დაურეკა ფრედიმ და მასთან გადასვლა შესთავაზა.
QUEEN-მა თავისი სადებიუტო ფირფიტა 1973 წელს გამოუშვა სახელწოდებით "QUEEN", ალბომის გამოშვებამდე ცოტა ხნით ადრე კი ფრედიმ ლარი ლარიქსის ფსევდონიმით გამოსცა ტავისი პირველი სინგლი, სადაც ორი ცნობილი და ძალინ მელოდიური სიმღერა ჩაწერა: "I CAN HEAR MUSIC"ვდა "GOIN' BACK".
QUEEN-ის პირველივე ფირფიტამ უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და მსმენელთა აღტაცება დაიმსახურა. სცენაზე ჯგუფის ყოველი გამოსვლა საინტერესო წარმოდგენად გადაიქცა, რომლის მთავარი გმირი ფრედი იყო. მეორე ფირფიტაში, რომელსაც ასევე დაარქვეს, "QUEEN II", მეორე გვერდის ექვსივე კომპოზიციის ავტორი ფრედი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ჯგუფის წევრები, როგორც ცალკ-ცალკე, ასევე ერთად თვითონ არიან კომპოზიციების ავტორები. დროთა განმავლობაში QUEEN-ი სტაბილურად და თითქმის ყოველწლიურად უშვებდა ახალ ფირფიტებს.
ფრედის ცხოვრება კი ახლაც და ადრეც არეული იყო, თუმცა მის ცხოვრებაში არსებობდა ქალი, _ მერი ოსტინი, რომელიც ძალიან ძვირფასი იყო მისთვის. მათ ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს ერთმანეთი, როცა ფრედი ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლობდა. მერის ყველაზე უკედ ესმოდა ფრედის. მათ 7 წელი იცხოვრეს ერთად და განშორების შემდეგაც ფრედი, სადაც უნდა ყოფილიყო, ყოველთვის ურეკავა მერის. მართალია, ოცნება ვერ აიხდინა, ოჯახი ვერ შექმნა, მაგრამ უკიდეგანოდ გამდიდრდა; სახლები ქჰონდა ნიუ-იორკში, ინგლისში, ჟენევის ტბის სანაპიროზე. გიჟდებოდა ანტიკვარულ ავეჯზე, ნივთებზე; მხოლოდ აუქციონების კატალოგებს კითხულობდა, წიგნის კითხვა არ შეეძლო, ფილმებსაც კი ვერ უყურებდა ბოლომდე. ყველაზე დიდ სისულელედ ძილი მიაჩნდა, ამიტომაც კოკაინს ღებულობდა, რომ როგორმე ღამე დღედ ექცია. ძალიან ცოტა ხანს ეძინა, შემდეგ ყინულიან აბაზანას იღებდა და ისევრეპეტიციებსა და წვეულებებზე მიდიოდა...
1980 წელს ინგლისის რადიოსადგურმა ჩაატარა გამოკითხვა ყველა დროის ყველაზე საუკეთესო და ყველაზე საშინელ სიმღერებზე. საუკეტესოებს სორის დასახელებული იყო "BOHEMIAN RAPSODY". პარადოქსი კი ის იყო, რომ ყველაზე უარესებს შორისაც პირველობა სწორედ ამ სიმღერას ერგო. ზუსტად ასეთივე იყო ფრედის პოპულარობაც...
QUEEN-ის პირველი დიდი წარმატება იყო მათი ნაკრები ალბომი "GREATEST HITS" (1981), რომელიც 312 კვირის განმავლობაში ბრიტანეთის ჰიტ-პარადს ედგა სათავეში. დღესდღეისობით ამ შედებს მე-4 ადგილი უკავია მსოფლიოში. იგი შევიდა ყველა დროის 10 საუკეთესოდ გაყიდულ ფირფიტათა სიაშიც.
პოპულარობასთან ერთად პიკს აღწევდა ფრედის პოპულარობაც. მისი ლოზუნგი იყო ყველაფერი უნდა შემოწმდესო, ხოდა ამიტომ ყველაფერს თავად ადევნებდა თვალყურს. ფრედის გარეშე არაფერი ხდებოდა QUEEN-ის ცხოვრებაში; ალბომების ყდებსაც კი თავად მერკური აფორმებდა. მეგობრები, ჟურნალისტები, თაყვანისმცემლები მუდმივად მის გარშემო ტრიალებდნენ, ფრედიც არავის აკლებდა ყურადღებას...
ამას გარდა, ფრედი გრანდიოზული წვეულებებითაც იყო ცნობილი.მისი დაბადების დღეები დიდებულ წარმოდგენებად გადაიქცეოდახოლმე. მეგობრებმა კარგად იცოდნენ, რომ ფრედი იყო ყველაფრის სულის ჩამდგმელი და ძალიანაც გულუხვიც ამავე დროს. მას სეეძლო, ათასნაირი საინტერესო და მოულოდნელი რამ მოეფიქრებიან, ამიტომაც ელოდნენ მოუთმენლად ყოველ 5 სექტემბერს. ხალხი მისგან გაოცებას და ექსცენტრიულობას მოითხოვდა და ფრედიც ცდილობდა,როგორც შეეძლო... მაგალითად, მის 39 წილს იუბილეზე 300 ადამიანი იყო მიწვეული. ეს მოხდა მიუნჰენში, გეი-კულტურის მსოფლიო ცენტრში. საღამოზე მხოლოდ იმ მამაკაცებს უშვებდნენ, რომლებიც ქალის კაბაში იყვნენ გამოწყობილნი. თავად ფრედი გამაოგნებელი კოსტიუმით წარსდგა საზოგადოების წინაშე: მედლებით მორთული გერმანული სამხედრო ფრენჩის ქვეს კლოუნის ტრუსები ეცვა...
უკანასკნელი ცნობილი ბალი გაიმართა 1987 წელს, ფრედის 41- ე იუბილეზე, კუნძულ იბიცაზე. მაშინ მან დაიქირავა სპეციალური თვითმფრინავი, რომელმაც 500 სტუმარი გადაიყვანა კუნძულზე. ისინი მანდვილი ფოიერვერკის მოწმენი გახდნენ: მაშხალები ჰაერში მერკურის სახელს წერდნენ, სტუმრებისთვის კი 4,5 მეტრის სიმაღლის ტორტი იყო მზად...
1931 წელს გამოშვებული ფირფიტა "INNUENDO" მათთვის როგოთ მე-17 იყო. ამ ხნის განმავლობაში QUEEN-მა ბევრი შედევრი შექმნა, რომელთაგანაც ალბათ, ყველაზე აღსანიშნავია " KILLOER QUEEN" (1974), "IN THE LAP OF THE GODS" (1974), "LOVE OF MY LIFE" (1975), BOHEMIAN RHAPSODY" (1975), "SOMEBODY TO LOVE" (1976), "WE ARE THE CHAMPIONS" (1977), "BICUCLE RACE" (1978), "IT'S A HARD LIFE" (1984) და სხვა.
ფრედიმ QUEEN-ისთვის შექმნა ემბლემა , რომელიც ფირფიტებს ამზშვენებდა.
ფრედი საკუტარი ექსპერიმენტებითაც იყო დაკავებული. სწორედ ამ ექსპერიმენტების შედეგია 1985 და 1988 წლებში გამოცემული ორი სოლო ფირფიტა: "M.R. BAD GUY" და მონსერატ კაბალიესთან ერთად შესრულებული კომპოზიციების კრებული "BARCELONA". აღსანიშნავია, რომ ორივე ნამუშევარი ძალიან მაღალ დონეზეა შესრულებული, რაც ნამდვილად არაა უცხო ფრედის შემოქმედებისთვის. მისი ფირფიტები ოქროთი და პლატინით ჯილდოვდებოდა...
ფრედი თანამშრომლობდა თავისი დროის ყველაზე ცნობილ ყველაზე ცნობილ მუსიკოსებთან: ჯორჯიო მოროდერთან, ბილი სქუაირთან, იან პანტერთან და სხვებთან. ეხმარებოდა ახალგაზრდა მუსიკოსებსაც...
ამოუწურავი ფანტაზია ჰქონდა. მისი ბუნება სცენაზეც და ცხოვრებაშიც დაუოკებელი და მაძიებელი იყო. პოლ მაკარტნიმ ერთ0ერთ ინტერვიუში განაცხადა:" QUEEN-ის ღერძი ფრედია. მისი შესანიშნავი და უნიკალური ხმა მთავარია ჯგუფში, ხოლო შოუ მხოლოდ სცენისთვისაა განკუთვნილი. დღეგრძელი იყოს მეფე მერკური!"
კონცერტებზე ფრედის გამოსვლა დაუვიწყარ ზეიმად იყო ქცეული. ტრადიციულად იგი ასე ემშვიდობებოდა პუბლიკას კონცერტის შემდეგ: " გმადლობთ, მშვენიერო ხალხო! ღამე მშვიდობისა! ტკბილ სიზმრებს გისურვებთ! ჩვენ თქვენ გვიყვარხართ!"....
ფრედის განსაცვიფრებელი უნარი ჰქონდა, სცენაზე გამოსვლისთანავე კონტაქტი დაემყარებიან მაყურებელთან. ასევე გამოირჩეოდა იგი ჩაცმულობითაც, რაც არანაკლებ მნიშვნელობანი იყო მისთვის (გავიხსენოთ ვიდეოკლიპი "THE GREAT PRETENDER" ). ნათქვამიც ჰქონდა, რომ 80 წლის ასაკშიც კი აპირებდა სცენაზე გამოსვლას. ერთ-ერთ ინტერვიუში ფრედიმ განაცხადა :" ელტონ ჯონი, მე და რ4ოდ სტიუარტი ვქმნით ახალ ჯგუფს სახელწოდებით " ჰეა, ნოუს ანდ თეეთს" ( თმები, ცხვირი და კბილები)...
მისი ბევრი ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი. მაგალითად, მაიკლ ჯექსონმა რატომღაც თავის ალბომში "TRILLER" არ შეიტანა ფრედისთან ერთად ჩაწერილი 2 სიმღერა; ასევე, სახელგანთქმულმა ენდრიუ ლოიდ ვებერმა ფრედი "FHANTOM OF THE OPERA"- ში მიიწვია მთავარ როლზე. მთელი ჰოლივუდი ემზადებოდა ამ ფილმისთვის, მაგრამ იგი, სამწუხაროდ, ვეღარ განხორციელდა.....
ფრედი აგროვებდა ანტიკვარულ კოლექციას: მის სახლში მრავლად მოიპოვებოდამხატვარ-იმპრესიონისტთა ნამუშევრები, ხეზე ამოჭრილი იაპონური ჩუქურთმები დაფრანგული ავეჯი და სხვა...
სახლში მთვარი ნივთი კი ფრედის ოთახში მდგარი როიალი იყო, რომელზეც იგი ღამღამობით თავის შედევრებს ქმნიდა. სოძთბის აუქციონის ხშირი და საპატიო სტუმარი ხშირად ხუმრობდახოლმე, სიამოვნებით ავიშენებ კენინგსტონზე პირამიდას და ფარაონივით საკუთარ განძეულობასთან ერთად დავიმარხებიო. მისი 28 ოთახიანი ძველებური ბინა 4 000 000 გირვანა-სტერლინგად იყო შეფასებული... ფრედის უყვარდა ფულის ხარჯვა, თანაც, წარმატებასთან ერთად იზრდებოდა სახარჯავი ფულის რაოდენობა...
უყვარდა საჩუქრების დაროგებაც. ხშირად ჩუქნიდა მეგობრებს ძვირადღირებულ საათებს, მანქანებს და სახლებსაც კი.
ირონიულია, მაგრამ ადამიანი, რომელსაც ზღვა პოპულარობა, მსმენელის უდიდესი ყურადღება და განუზომელი სიმდიდრე ხვდა წილად, თავს ერთ-ერტ ყველაზე მარტოხელა ადამიანად თვლიდა, რადგანაც ფიქრობდა, რომ ცხოვრებაშჳ სახელის გამო უფრო უყვარდათ...

No comments:
Post a Comment